“ქვეყანაში შეზღუდვები სრულად უნდა მოიხსნას”-აქცია ბათუმში

“ქვეყანაში შეზღუდვები სრულად უნდა მოიხსნას”, – ამ მოთხოვნით ბათუმში ევროპის მოედანზე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.  აჭარაში პირველი თებერვლიდან შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება, რაც არასაკმარისია.

“სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს. ვითხოვთ, რომ ქვეყანა გაიხსნას. ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება “კომენდანტის საათი”, რატომ არ უნდა გაიხსნას რესტორნები და ფიტნეს-კლუბები. არაა დამაჯერებელი განმარტებები, რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს პანდემიის მართვაში. აუცილებელია ეკონომიკის აღდგენა,”- განაცხადეს ევროპის მოედანზე შეკრებილებმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share