“უკომენტაროდ” _ ასეთია ჩოხატაურის მერის პოზიცია ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის, დიმიტრი კორიფაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც მერის კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ეხება: “არ მაინტერესებს რას წერს კორიფაძე, თუ სხვა კითხვა არ გაქვს დაგემშვიდობებით”-გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
რაც შეეხება ჩოხატაურის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბექა გამდლიშვილს. ის მომხდარ ფაქტს ჩვენთან საერთოდ უარყოფს: “დავიწყებ იმით, რომ ადამიანი, რომლის გავრცელებულ ინფორმაციაზეც თქვენ მესაუბრებით, საერთოდ არ ვიცი ვინაა და რას წარემოადგენს. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ადგილი ჩემსა და ჩოხატაურის მერს მერს შორის დაპირისპირებას, გიპასუხებთ, რომ ჩვენს შორის შეიძლება იყოს მხოლოდ ჯანსაღი კამათი და ამას თუ ვინმე დაპირისპირებად აღიქვამს, ეს მისი პრობლემაა”.-გვითხრა გამდლიშვილმა.
ოპოზიციის წარმომადგენელი კი, “გურიის მოამბესთან” ირწმუნება, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უტყუარია და ის მის მიერ ნათქვამ ნებისმიერ სიტყვაზე პასუხს აგებს:
“მე ყველა იმ სიტყვაზე ვაგებ პასუხს, რაც დავწერე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ინფორმაცია არის უტყუარი. დაპირისპირებას, რომელიც მერის კაბინეტში ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა წინ უძღვოდა საკრებულოს სხდომაზე მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება. ეს ეხებოდა ტენდერების თემას და თანხების გადანაწილებას. ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებების ფონზე სიტყვიერი დაპირისპირება კარგა ხანს გაგრძელდა და მერის კაბინეტში, ცემით დასრულდა”-გვითხრა კორიფაძემ.
ჩოხატაურის მერი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ჩოხატაურის საკრებულოში, ფიზიკურად დაუპირისპირდა-ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ჩოხატაურის ორგა ნიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ავრცელებს.
“რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე.წ ატკატების გადანაწილება , ტენდერების თემაზე კამათი 4 საათი გაგრძელდა და ბოლოს სიტუაცია იმდენად დაიძაბა ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა , გამდლიშვილის განაწყენება მერის ირაკლი კუჭავას და გურიის დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ასე უეცარი დაახლოება გახდა, თუმცა ფაქტია მერს და დეპუტატს უფრო მეტი ტენდერების ატკატების სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდრე საქმის სიყვარული. სუსის ოდეერ ბექა გამდლიშვილს ეტყობა აღარ პატრონობენ პატრონები”-აცხადებს კორიფაძე.