“ხელებიც დამიბანია”
რუსუდან მდინარაძე, მაია თანდილაშვილი, ხათუნაჭელიძე, ლალა ნაკაიძე- ეს ოზურგეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელთა ჩამონათვალია, რომლებიც ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მითითებით, დირექტორმა, კობა ბანძელაძემ, სამსახურიდან დაითხოვა.
გარდა ამისა -სამსახურებიდან გაუშვეს ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკის თანამშრომლები, ასევე კონტრაქტები გაუუქმეს რამდენიმე ანსამბლს.
ეს ყველაფერი, გასული კვირის მიწურულს, პარასკევს მოხდა.
რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილებს, მაია თანდილაშვილი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და ერთი პერიოდი კიდეც ხელმძღვანელობდა ამ სამსახურს და ის არის ერთადერთი თანამშრომელი, რომელიც თსუ ხელოვნებადმცოდნეობის განათლებას ფლობს.
რაც შეეხება რუსუდან მდინარაძეს, ის ყოფილი მერის, კოტე შარაშენიძის მეუღლეა, რაც გახდა კიდეც მიზეზი, მისი დევნის, მოქმედი მერის მხრიდან:
“სამასი ლარი მქონდა ხელფასი, მიუხედავად ამისა, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას, ყოველთვის დიდი პასუხისნგებლობით ვასრულებდი, როგორც ახლა, ისევე ყოველ დროს, არ ქონდა მნიშვნელობა ვინ იქნებოდა მერი, ჩემი მეუღლე თუ ნებისმიერი სხვა, ვწუხვარ, მაგრამ რას ვიზამ, ყველას წარმატებას ვუსურვებ, ერთი წუთითაც არ ვნერვიულობ მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ვიმსახურებდი. მითხრეს შტატი გაუქმდაო, მე მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში ვმუშაობდი გამფორმებლის პოზიციაზე” – გვითხრა რუსუდან მდინარაძემ.