“ბახმარო ჩვენთვის ხომ მხოლოდ კურორტი არ არის. მისი ბედი უბრალო მოკვდავთათვის სულ ერთი არ არის, ამიტომ, თუ დასაცავია უნდა დავიცვათ ეს ჩვენი ვალია”-ასე ეხმაურება “ბახვი 1” ჰესის მშენებლობის რეზონანსულ თემას საკუთარ გვერდზე ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია “შალომ გურიას” დამფუძნებელი, ზაურ ოსეფაიშვილი: “მეგობრებო .ყველამ გამოვხატოთ ჩვენი აზრი ბახმაროში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირბით.ბახმარო ჩვენთვის ხომ მხოლოდ კურორტი არ არის.მისი ბედი უბრალო მოკვდავთათვის სულ ერთი არ არის, ამიტომ, თუ დასაცავია უნდა დავიცვათ ეს ჩვენი ვალია. ალბათ ასე ინება უზენაესმა. ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოიტანა ეს ულამაზესი ბუნება დაიცვა ფლორა და ფაუნა. მადლობა მათ. ისე მოვიქცეთ, რომ მომავალმა ჩვენც გვითხრას მადლობა. რამე არ შეგვეშალოს. ეს არც არჩევნებია, რომელიმე პარტიის მხარდაჭერა გამოვხატოთ და არც მასკარადი, მაყურებლები რომ ვიყოთ, ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია. ეს ბახმაროა”-წერს ოსეფაიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბახმაროს ზონაში “ბახვი 1″ჰესის” პროექტის განხილვამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
გუშინ გამართულ ონლაინ სკოპინგზე კი პროექტის ავტორებს ბევრი კითხვის მოსმენა მოუხდათ, თუმცა, როგორც ორგანიზაცია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეების” გვერდზე ვკითხულობთ, პასუხები ჯერ არაფერზე მიუღიათ.
დაისვა უამრავი კითხვა,რომლის ძირითადი არსი იყო-გვიღირს კი ერთ ჩოხატაურის ხელა დასახლებას რომ ელექტროენერგია ეყოფა იმის ფასად ბახმაროს ეკოსისტემაში ჩარევა? ვერც ჰესის მშენებლობის მსურველმა კომპანიამ გაგვცა კითხვაზე პასუხი-რა ეღირება მათ მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 1 კვტ. აი ოთხი თვე ექპორტს გეგმავენ კი … ვერც იმაზე მივიღეთ პასუხი მდ.ბახვისწყალზე და მდ.ბაისურასწყალზე წყალშეგუბება და მერე 4 კლმ.მანძილზე მდინარის მილში გატარება რას მოუტანს ხეობას და ბახმაროს ტყეებს. მთელი წყლის მარაგს რომ ჰესი წაიღებს და არასაკმარისი წყალი არ ექნება ფერდობებს და ტყეს…წარმოიდგინეთ რაც მოხდება. მერე ამ ჰესს “ბახვი 2″ ჰესი უერთდება და 7 კლმ.კიდევ მილში გაივლის მდინარე. სამინისტროს წარმომადგენლებს კატეგორიულად მოვთხოვეთ ჩამოვიდნენ გურიაში და საზოგადოებას შეხვდნენ. ონლაინ ბახმაროს ბედი ვერ გადაწყდება. მოგვიწევს სამოქალაქო მოძრაობის დაწყება. ჩვენ შენიშვნებს ოფიციალურად გავაგზავით… 35 ადამიანი ესწრებოდა ონლაინ სკოპინგს.ეს არ არის საჯარო განხილვა. პანდემია მოიმიზეზეს…მაშინ გადადონ განხილვები…მოსწრებაზეა ეტყობა.
მეგობრებო! აუცილებლად მოგაწვდით შენიშვნებს რომელსაც ექსპერტები ჩამოწერს. ერთი ვიცი მხოლოდ…დათვი დაუნახიათ ბახმაროში…ხოლო გამომუშავებულ ელექტრო ენერგიას ქსელში როგორ ჩართავენ ჯერ არ იციან. დრო არაა დასაკარგი. ბახმაროში არ შეიძლება ჰესი. ელექტროენერგიაც გვინდა, ეკონომიკის განვითარებაც…მაგრამ არა ბახმაროს უნიკალური კლიმატის ხარჯზე. მალე დავაანონსებთ ამ მიმართულებით გამიზნულ აქტივობებს-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.