“თითოუელმა ჩვენთაგანმა თავის თავს უნდა მოკიდოს ქეჩოში ხელი და გამოიყვანოს გარეთ”- განაცხადა “გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში.”
“ხვალ დარწმუნებული ვარ გამოგვიცხადებენ რუსებისგან აფხაზებს უნდა უყიდონ ელექტრო ენერგია ამას კი შემოგვაპარებენ, აი აფხაზეთი საქართველოა და სანაცვლოდ ირაკლი ბებუას გათავისუფლებასაც არ მოითხოვენ, ადამიანი, რომელმაც დაწვა ოკუპანტების დროშა და 9 წელი მიუსაჯეს.
სანამ რუსთაველი არ გვექნება პარალიზებული, სანამ ამათი კომფორტის არეალიები არ გვექნება პარალიზებული, სამთავრობო შენობები თუ სხვა ტიპის დაწესებულებები, ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. თითოუელმა ჩვენთაგანმა თავის თავს უნდა მოკიდოს ქეჩოში ხელი და გამოიყვანოს გარეთ”- თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.