ზელენსკი სენატორების წინაშე სიტყვით გამოვა -უკრაინის პრეზიდენტი სენატორებს სპეციალურად ვიდეოხაზით მიმართავს
დემოკრატების ლიდერმა სენატში, შუმერმა; გადაწყვიტა მიიწვიოს სენატში ზელენსკი და მას მისცეს შესაძლებლობა სენატორებს მიმართოს
დემოკრატების მიზანია, კანონპროექტის ბიუჯეტის განხილვაზე, სადაც უკრაინის დახმარებაცაა, სენატში ზელენსკის გამოსვლამ. ბევრ მერყევ სენატორს აზრი შეაცვლევინოს უკრაინასთან მიმართებაში
გადაწყვეტილებისათვის 60 ხმაა საჭირო, კენშისყრამდე 50 საათი რჩება, ვნახოთ რა მოხდება
აღსანიშნავია რომ საკითხი ამ ეტაპზე ისე გადის რომ რესპუბლიკელების მთავარი მოთხოვნაზე – საზღვრის გამკაცრებაზე-შეთანხმება მიღწეული არ არის
დიდი ალბათობით ეს საკითხი ჩავარდება ამ ეტაპზე მაგრამ ექსპერტები საუბრობენ რომ კენჭისყრაზე ამ საკითხის დაყენებით დემოკრატები არსებულ ზუსტ სიტუაციას სწავლობენ
ბაიდენის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, სალივანმა სპეციალურ ბრიფინფზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა-კერძოდ
ნებისმიერი კონგრესმენი, რომელიც არ მისცემს ხმას უკრაინის დახმარებას, უიოლებს პუტინს გამარჯვებისაკენ გზას
ხმა მიცემული უკრაინის დახმარების წინააღმდეგ, ეს არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გამყარებისკენ
ხმის არ მიცემა ზიანს მიაყენებს უკრაინას და დაეხმარება მოსკოვს-ეს წყალგაუვალი სიმართლეა-თქვა სალივანმა
ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს, კონკრესის ნებისმიერმა წევრმა კი ეს კარგად უნდა გაითვალისწინოს
გერმანული სამხედრო კონცერნი რეინმეტალი უკრაინელებისათვის კიდევ ათეულ ატასობით საარტილერიო ჭურვს დაამზადებს 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცებისათვის
უკრაინა გერმანიიდან 18 უახლოეს თვითმავალ დანადგარებს მიიღებს, რომლებსაც ომის წარმოება მოძრავ მდგომარეობაშიც შეუძლიათ
უკრაინამ დაიწყო საკუთარი თვითმავალი საარტილერიო დანადგარების- ბოგდანების წარმოება-ამ ეტაპზე კიევს შეუძლია თვეში 6 ერთეული გამოუშვას
ბულგარეთის პარლამენტმა გადალახა პრეზიდენტის ვეტო და უკრაინას ჯავშანტექნიკას მიაწვდის
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უახლესი ტიპის რაკეტები – მარტლეტები-გადასცა-ეს რაკეტები განსაკუთრებული წარმატებით უპილოტო საფრენ აპარატებს ებრძვიან
რაც შეეხება ფრონტს, უკრაინულმა მხარემ გააძლიერა ფრონტზე დრონების გამოყენების მასშტაბობა და მტრის ზარალი კიდევ უფრო მატულობს
რაც შეეხება დნეპრის მარცხენა სანაპიროს აქ ისე სჩანს რომ უკრაინელებმა საბოლოოდ დაიმკვიდრეს პლაცდარმები და მორიგ წინსვლას უნდა ველოდოთ
ქართულმა სახელისუფლებო მედიებმა დიდი ხზარზეიმით გვამცნეს რომ რესპუბლიკელები იწყებენ პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის პროცესს კონგრესში
როგორც ექსპერტები საუბრობენ ამის ერთპროცენტიანი შანსიც კი არ არის, ვინაიდან ბაიდენის მხრიდან საკუთარ შვილთან მიმართებაში ფინანსური ბრუნვის ერთი მტკიცებულებაც კი არა აქვთ და ეჭიდებიან 2018 წელს მომხდარ ფაქტს, როცა ჯო ბაიდენი პრეზიდენტი არ იყო-ჯო დაეხმარა შვილს. რათა ამ უკანასკნელს ეყიდა “ფორდ რაპტორი”, ამ დროისათვის ჰანტერ ბაიდენს ძალიან ცუდი საკრედიტო ისტორია ქონდა, ამის შემდეგ ჰანტერმა საკუთარ მამას, ჯო ბაიდენს ვალი ბიზნეს ბარათიოდან დაუბრუნა სამი გადარიცხვით, ჯამში 1 380 აშშ დოლარი
აი სულ ესაა ისტორია, ექსპერტები ამბობენ, რომ შეუძლებელია ამ ფაქტით იმპიჩმენტის დაწყება, თუმცა აცხადებენ, რომ ეს რესპუბლიკელებმაც კარგად იციან, მაგრამ ამის ტირაჟირებით ცდილობენ დააზიანონ ბაიდენის რეიტინგი