“არ ვიცი რა მოახსენა და როგორ მახსენა, ყველამ იცის რა საქმეა… კარგით ხალხო, სერიოზულად მეკითხებით?“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვის შეფასებუსას განაცხადა. რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით „დავით გარეჯის საქმეზე“ ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.
“ჩემზე მეტად ვის უყვარს საქართველო? ჩემზე მეტად ვინ იცავდა მის ტერიტორიებს? ჩემზე მეტად ვინ გადაიკიდა საქართველოს ნამდვილი მტერი? მაგრამ, მე დამაბრალო ის, რის წინააღმდეგაც ყოველთვის ვიბრძოდი. საქართველოს სახელმწიფო, კულტურული და რელიგიური სიმბოლოები ჩემთვის არის წმინდათა წმინდა“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.