ივანიშვილის ზღაპრული სასახლეები შეკვეთილში-ფოტოები

ორი შეკვეთილი და ორი პარალელური რეალობა-ბიძინა ივანიშვილის მდიდრული სამეფო და უგზოდ დარჩენილი ადგილობრივები, რომლებვიც ოლიგარქს ნამდვილად არ ემადლიერებიან.

ივანიშვილების 200 000კვ. მ ეზოში 4 სახლი დგას. მამულის შუაგულში ოლიგარქის მთავარი საცხოვრებელია. სახლი ორსართულიანია და ყველა კედელი შუშის აქვს. სამი მხარე ზღვას უყურებს, მეოთხე პალმების ხეივანს.

იმის გამო, რომ აქ უცხო პირები ვერასდროს შეიხედებიან, სახლს ფარდები არა აქვს.

ოთახი ზღვის ხედით სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.

ვერანდის ქვეშ პირველ სართულზე, ოლიგარქის სამუშაო სივრცეა.

სასეირნო ბილიკით მამულის შუაგულში გადიხარ, სადაც გიგანტური აუზია. წყალს აქ ზღვიდან იღებენ.

ფილტრავენ და ასე მოიხმარენ. აუზში კიდევ აუზია, განსხვავებული წყლით და ტემპერატურით.

ეს ფიჭვების ხეივანი ოლიგარქის აეროდრომამდე მიდის, სადაც ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილია. საიდანაც ივანიშვილი თბილისში, ან ჭორვილაში დაფრინავს.

მამულების აღმოსავლეთით დგას ბერა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი. ის მამას საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება. ორსართულიანი სახლის ფანჯრები მხოლოდ ზღვას უყურებს.

ბერა მეზობლად კიდევ ერთ სახლს აშენებს, რომლის მთავარი ღირშესანიშნაობაც მისაღები ოთახის კართან მიყვანილი აუზია. მესამე სართულზე სპაცენტრია. აქვეა ეწყობა გიგანტური აკვარიუმი.

ცალკე დგას ორსართულიანი ნაგებობა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ივანიშვილებს ემსახურებიან.

ეზოს ბოლოში ორი სათბურია, პროდუქტების მოსაყვანად.

მამულში დიდი ადგილი აქვს საფეხბურთო მოედანს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share