ორი შკვეთილი-ერთი აი, იმ სახლებით როგორსაც საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე შეხვდებით და მეორე კი ათხრილ–დათხრილი გზებით. დაბა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილს სულ 25 მეზობელი ჰყავს.
მათი მოთხოვნის მიუხედავად, გზა ხალხს მაინც არ დაუგეს.
“უნდა გაკეთებულიყო, მარა არჩევნებისთვის მაგი ფული გადაიტანეს იქით, შრომაში, ბევრი ხალხია აქ უფროო და ოცნებას მისცემს ხმასო-ამბობს ვალერი წაქაძე, რომელიც უკვე წლებია.
ელოდება გზის გაკეთებას, ხელმოწერებსაც აგროვებს და ხელისუფლებასაც უგზავნის, თუმცა მისი ხმა ჯერ არც ბიძინა ივანიშვილს და არც მის მოყვანილ ხელისუფლებას არ ესმის.
“არაფერი არ გაუკეთებიათ, ნახეთ რას გავს გზა. დამსვენებლები არ მოდიან აქ ამის გამო.
აქ გზა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის “პარაგრაფთან” მიდის.
“კაი მეზობელი რომ იყოს, პირველ რიგში არ უნდა მოეწესრიგებინა ეს გზა”?
“კითხეთ ივანიშვილს რატომ არ არის აქ გზა”
“გაკეთებულს ხედავ რამეს? რატომ მეკითხები”?
მეზობლები ივანიშვილზე ძალიან გაბრაზებულები არიან. ხალხმა გზის გაყვანის გენგეგმა საკუთარი ფულით გააკეთებინა, მაგრამ გზა აქ მხოლოდ ოლიგარქის სახლამდე მიდის.
“მოთხოვნა კი აქვს ხალხს მარა”…