ცოტა ხნის წინ, როგორც “გურიის მოამბისთვის “ხდება ცნობილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ აცანის მკვიდრმა, ბ. ჩხაიძემ
თავი იარაღით მოიკლა.
როგორც, გარდაცვლილის მეზობელმა გვითხრა, თვითმკვლელობამდე მან ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ტელეფონით გამოსამშვიდობებელი სმსი მისწერა.
“სამი თვის მოყვანილი ყავდა ცოლი, უწესიერესი ბიჭი იყო, მისი ძმა სტიქაროსანია. დილით გარდაცვლილის ძმა და მეუღლე წირვაზე იყვნენ ტაძარში, როდესაც ეს სმს-ი მისვლიათ. გადარეულები გამოვარდნილან მაგრამ ვერ მიუსწრეს. საცოდავმა ბიჭმა სასაფლაოზე თავი მოიკლა, ამბობენ ცეცხლსასროლი იარაღითო. დედა ექთანი ყავდა, მამა მკერავია, უკარგესი ოჯახი გაუბედურდა”- გვიყვება მეზობელი.
წყარო: “გურიის მოამბე”