დიდი კორუფციული გარიგებები და უკანონო მშენებლობების ბუმი ბახმაროში

პამდემია “ოცნების ” მაღალჩინოსნებისთვის სახლების ასაშენებლად საუკეთესო დრო აღმოჩნდა. 

ზამთრის უნიკალურ კურორტ ბახმაროზე, ბოლო ერთ თვეში თხუთმეტი ახალი კოტეჯი მხოლოდ მზის ჩასასვლელ გორასთან გაჩნდა. თხუთმეტივეს აშენება მეპატრონეებმა ისე დაიწყეს, რომ ნებართვა არ აუღიათ. ყველაზე უცნაური ამ ფაქტში ის არის, რომ ადგილობრივმა მერიამ ამ უკანონო მშენებლობების შესახებ ყველაფერი იცის, თუმცა მათი დემ ონტაჟის ნებართვის გაცემა არ შეუძლია. როგორც ჩანს ეშინიათ მათი თანამდებობები არ შეიწიროს გავლენიან მაღალჩინოსნებთან დავამ.

დიდთოვლობის გამო ბახმაროს გზაზე გადაადგილება ახლა აკრძალულია. თუმცა, ამ შეზღუდვებს ხელი არ შეუშლია უკანონო მშენებლობებისთვის. ბოლო ერთ თვეში საცხოვრებელი კოტეჯები აქ სოკოებივით გამრავლდა. მზის ცასვლის გორაზე, სადაც სამი თვის წინ არც ერთი სახლი არ იდგა, ახლა იქ ათზე მეტი კოტეჯია.

“აღმოჩენილი და დანომრილი გვაქვს დღეის მდგომარეობით ბახმაროში 250-მდე უკანონოდ აშენებული სახლი, ამათგან ჯერ ჯერობით გამოცემული გვაქვს 90 დადგენილებადემონტაჟის შესახებ” – ჩოხატაურის მერიის ზედამხედველობის სამსახურში არ მალავენ რომ ასეულობით უკანონო მშენებლობაა აღმოჩენილი, თუმცა თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ მშენებლობებს ვერ აჩერებენ ვინაიდან არ იციან ვინ არისან მათი მფლობელები.

“ვისაც მივადექით ყველა გვეუბნება, რომ არის მშენებელი. ვერ ვადგენთ ვინ არიან ამ კოტეჯების რეალური მეპატრონეები”-აცხადებენ ზედამხედველობის სამსახურში.


ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბახმაროში კორუფციული გარიგებები ყვავის. მარალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები უნიკალურ კურორტს აჩანაგებენ. სახლებს ან თავად იშენებენ ან ქრთამის სანაცვლოდ მშენებლობის უფლებას სხვებს აძლევენ:

არმაზ ახვლედიანი: “როდესაც მიმართავ ხოლმე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცალყბად გპასუხობენ, რომ ამ მშენებლობებს დიდი მფარველები ჰყავთ თბილისში, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რაც ბახმაროსა და გომის მთაზე ხდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულებები”.

ბესო ქათამაძე: “სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. განვითარების პერსპექტივა მოუკლეს კურორტს. ყველაფერი გააჩერეს იქ, მხოლოდ აშენებენ კოტეჯებს, ყიდიან მიწებს და არის დიდი აღებ-მიცემობა. პატრონი არ ჰყავს არც რეგიონს და არც ქვეყანას.
უბრალო მოქალაქემ, აი მე რომ ვარ მაგალითად იქ რომ ავიდე და დავიწყო ასეთი მშენებლობა, ალბათ იმხელა ჯარიმებს დამაწერენ, რომ გადახდაც ვერ შევძლო. ძალიან დიდი უკმაყოფილებაა იქ არსებული სიტუაციის გამო ჩოხატაურში და ამ ზაფხულში დაიწყება საპროტესტო ტალღა მაგაზე”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share