ომის პაპმა ფრანცისკემ ბებია-ბაბუებისა და ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე დააწესა. ამის შესახებ გამოცემა Tha Vatican News წერს.
„მოხუცებს ხშირად ივიწყებენ. ჩვენ გვავიწყდება, რომ ისინი ჩვენს ფესვებსა და ღირებულებების სიმდიდრეს წარმოადგენენ, რომლებსაც შემდეგ თაობებს გადასცემენ. სიბერე – საჩუქარია, სწორედ ამის გამო ბაბუებისა და მოხუცების საერთაშორისო დღის დაარსება გადავწყვიტე, რომელსაც ეკლესია ივლისის მეოთხე კვირას იზეიმებს“, – განაცხადა რომის პაპმა.