გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილია ძრავი, რომელიც ოპოზიციას ასულდგმულებს. მისივე განცხადებით, არა ახალი სახეების, არამედ გამოცდილი პოლიტიკოსების იმედი აქვს, მათ შორის, ექსპრეზიდენტის. “ზუსტად სააკაშვილია ის ძრავი და მოტორი, რომელიც ჯერ კიდევ ასულდგმულებს ქართულ ოპოზიციას და პერსპექტივას უქმნის. თორემ პირიქით რომ წარმოვიდგინოთ, რა გამოვა მერე, მითხარით, აბა. ბევრი აღარ არის ოპოზიციაში, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი არ გვინდა. მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი შეიძლება სერიოზული შანსი აღმოჩნდეს ქვეყნის ვითარებიდან გამოყვანისა. მე არა მაქვს მაინცდამაინც დიდი იმედები იმისა, რომ ახლა ექსპერიმენტების და ახალი სახეების დრო არის. იმ ახალმა სახეებმა რომ ვერ ივარგონ? მერე რა ვქნათ. ახლა გადავდივართ უღელტეხილზე. გვჭირდება გამოცდილება და გამოცდილი ადამიანები და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას”. – აღნიშნა სანიკიძემ ტვ. პირველის ეთერში.