რუსეთი უკრაინის დახმარების გამო ფინეთსა და იაპონიას ემუქრება

ჟურნალმა”პოლიტიკო” ვრცელი სტატია მიუღძვნა უკრაინას და ამ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას

რედაქციამ რამდენიმე ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება შეგვიძლია რამდენიმე  საკუთხი თეზისების სახით ჩამოვწეროთ

პირველი-ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით უკრაინა ფრონტის მთელ მონაკვეთზე გადადის თავდაცვაზე

მეორე-ამერიკაში ფიქრობენ რომ უკრაინა რუსეთის მოლაპარაკებები ოდესღაც აუცილებლად შედგება

მესამე-დღეს მოლაპარაკებების დრო ნამდვილად არ არის თუმცა უკრაინამ უნდა გააგრძელოს ზიანის მიყენება რუსეთისათვის და მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს საკუთარი მდგომარეობა ფრონტზე

მეოთხე-კონფლიქტის გაყინვა არ არის შემდგარი ფაქტი თუმცა გამორიცხვაც არ შეიძლება

მეხუთე-მომავალი წლის ნოემბერში დაგეგმილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია-რადგან ბაიდენს გარკვეული ყურადღების გადატანა უკრაინიდან და არჩევნებზე კონცენტრირება მოუწევს

მეექვსე-ამერიკის ეკონომიკა არნახულად მზარდია და უკრაინის დახმარება ამერიკის მხრიდან გაგრძელდება-მეტიც ის არ შემცირდება

ექსპერტები აგრძელებენ წლის შეჯამებას-ერთ ერთი მონაცემებით დასავლეთი მიმდინარე წელს უკრაინას სამხედრო სფეროში 100 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარა, ხოლო ქვეყანას სხვადასხვა საჭიროებებისათვის დამატებით კიდევ 100 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა

ამ კუთხით ლიდერები არიან ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია, ასევე Cრდილოეთ ევროპა-სკანდინავიის ქვეყნები და ბრიტანეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები

ექსპერტთა აზრით თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობებს შედარებით პასიურობენ საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია

ვიცით რომ ჟირინოვსკის გარდაცვალების შემდეგ ამ მიმართულებაზე ის დიმიტრი მედვედევმა ჩაანაცვლა – მან “რია ნოვოსტის” ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში ბრძანა რომ კიევის ხელისუფლების შეცვლა რუსების ნომერ პირველი საკითხია, ასევე მედვედევმა თქვა რომ მოსკოვმა შეძლო ნახევარი მილიონი ჯარისკაცის მობილიზება და მომავალ წელს მათი მიზანი კიევის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის აღება იქნება

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ამის შანსები ნულის ტოლია

გრძელდება მოსკოვიდან მუქარა იმ ქვეყნების მისამართით, რომლებიც კიევის მოკავშირეები არიან

რამდენიმე დღის წინ ლავროვის წარმომადგენელი მარია ზახაროვა დაემუქრა იაპონიას, თუ ეს უკანასკნელი თავის შეიარაღებას – კერძოდ – “პატრიოტის” საზენიტო კომპლექსებს – კგადასცემს ამერიკას, ეს მძიმედ აისახება რუსეთ იაპონიის ურთიერთობებზე და იაპონიას რუსეთი მტრულად განწყობილი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს

საპასუხოდ იაპონიამ ამერიკისათვის გადასაცემ შეიარაღების სიას საარტილერიო ჭურვები დაუმატა

ამის შენდეგ განცხადება გაავრცელა რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში მიხაილ ულიანოვმა, რომელმაც ბრძანა რომ რუსეთი ნატოს დაპირისპირებაში პირველი ვინც დაზარალდება ფინეთი იქნებაო და ამ ქვეყანას დაემუქრა ზომების მიღებით

რას პასუხობენ ევროპაში რუსეთის ამ შანტაჟს

ნიდერლანდები-ნიდერლანდების არმიის მთავარსარდალმა მარტინ ბეიერმა განაცხადა რომ ნიდერლანდები უნდა მოემზადოს რუსეთთან ომისათვის-მთავარსარდლის განცხადებით იმისათვის რომ ნიდერლანდები ამ კონფლიქტს გაუმკლავდეს საჭიროა მეტი რეზერვისტი და მოხალისეები

თურქეთი მანამ სანამ მისი პარლამენტი შვედეთის ნატოში შესვლის რატიფიციორების პროცესს დაასრულებს ის ამერიკიდან დაპირებული ფ-16 მიყიდვას ელოდება

უკრაინის პრემიერმა შმიგალმა ევროპელ კოლეგენს მიმართა და ისაუბრა უკრაინისთვის დახმარების დაწყების იანვარშივე აუცილებლობაზე

საპასუხოდ გერმნანიამ განაცხადა რომ უკრაინის დახმარება ევროკავშირმა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს და ეს იანვარშივე უნდა მოხდეს ევროკავშირმა უნდა აუაროს გვერდი უნგრეთის ვეტოს -უკრაინას ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარებიან და ორბანის პოზიცია ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ვერ იმოქმედებს

ბერლინის ინფორმაციით გერმანიამ რუსების 4 მილიარდი ევროს აქტივები გაყინა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მექსიკაში ჩაფრინდა და დახურულ კარს მიღმა ამ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა=საუბარი შეეხო მექსიკა ამერიკის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას

საფრანგეთმა უკრაინას მდინარე დუნაის სანაპიროზე არსებული უკრაინული ქალაქებისათვის საზღვაოსნო გემი გადასცა ხოლო გერმანიამ ქალაქ კიევის მერიას სახანძრო და ნაგვის მანქანები

ამერიკამ და გერმანიამ უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტები ფადასცეს

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share