“ივანიშვილის ხედვა, როცა მოდიოდა იყო ის, რომ დაენგრია საქართველო. მან ამას მიაღწია. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლა საქართველოსთვის იყო ტრაგედია, რადგან ამ ადამიანებმა ქვეყანას დააკარგვინა ძალიან ბევრი პერსპექტივა, განვითარების შანსი და ინვესტიცია, ლაზიკის პორტი… ივანიშვილის ხედვა იყო და არის, საქართველოს ქართველებისგან დაცვა. ამიტომაცაა ამდენი ახალგაზრდა გასული ქვეყნიდან. ბევრი ახალგაზრდა მხვდება საზღვარგარეთ მუშაობენ, ზოგი ოფიციანტად, ან სხვა სამუშაოზე და მეუბნებიან, საქართველოში დამბრუნებლები არ ვართ, რადგან იქ არ არის არაფრის პერსპექტივა. ივანიშვილი გვარწმუნებს, რომ ჩვენ ვართ ბანძების, უნიჭოების და ოროსნების ქვეყანა. ქართველები არიან ძალიან ნიჭიერები და ჩვენი პრობლემა ახლა ისაა, რომ თავზე დაგვასვეს ოროსნები. რომ არ მომხდარიყო 2012 წლის ტრაგედია, ჩვენ ახლა ვიქნებოდით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება ახლა ძალიან არაორდინალური რამეების მოფიქრება, ახალი რამეების მოფიქრება, რომ ძალიან სწრაფად შემოვაბრუნოთ ქვეყანა”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში”, სადაც მან პარტიის ახალ სახეებზეც ისაუბრა.