ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს სასწავლო პროცესი განახლდა

დღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა,  როგორც ყველგან ქვეყანაში, ასევე გურიაშიც, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პანდემიიდან განოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდგომ განახლდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეები სწავლებას დისტანციური მეთოდით გადიოდნენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრში უკვე აპრობირებული მეთოდის მსგავსად, კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში – ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს.

უწყების ცნობით, თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – www.Online.emis.ge.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლები, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღჭურვა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მოსწავლეების მისაღებად სრული მზაობა აქვთ.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა; საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით; მოქნილად დაგეგმოს ცვლები; მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი; შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება; სასწავლო პროცესის დაგეგმვისას, სკოლის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე და სკოლების განტვირთვის მიზნით, სასწავლო დღედ გამოიყენოს შაბათი დღე.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლამ, დასწრებით სწავლების დაწყებისთანავე უზრუნველყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც არ ან ვერ ერთვებოდნენ დისტანციურ სწავლებაში. რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან.ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას. აღნიშნული პროცესი სკოლებში უკვე დაწყებულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 86
    "ჩოჩიას საერთოდ არ ვიცნობ" .. აკაკი წითლიძე ნაგომარში ხრეშის მოპოვებას უარყოფს"არანაირი შეხება არ გვაქვს ნაგომართან და ჩოხატაური - ოზურგეთის დამავშირებელ გზასთან. იქ სხვა კომპანია მუშაობს და არა ჩვენ.  ჩვენ ვმუშაობთ სოფელ სილაურში და ამ სოფელთან მილიონიანი მემორანდუმი გვაქვს. მუნიციპალიტეტთან და სოფელთან, სადაც გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეხლა ველოდებით ასფალტის ქარხნის მონტაჟს, რომ დავიწყოთ ასფალტის ფენის გადაგება" განაცხადა მდინარე სუფსაზე ინერტული…
    Tags: და, ახალი, ამბები
  • 83
    შეუერთდება თუ არა ოზურგეთის მერი ექსპრემიერ გახარიას პოლიტიკურ გუნდსექსპრემიერ გიორგი გახარიას მოულოდნელმა სტუმრობამ ოზურგეთში დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ყოფილი პრემიერი ოზურგეთს ძმებ არველაძეებთან ერთად სტუმრობდა და მათთან ერთად არველაძეების კუთვნილი მოცვის პლანტაციები დაათვალიერა - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლიხაურსა და ჯუმათში, ასევე დაბა ნარუჯაში. აქ ახლო წარსულში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავები რამდენიმე ათეულ ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობენ და იქვე მოცვის…
    Tags: და, ახალი, ამბები
  • 81
    ჩაკეტილი საქართველოს მაღალჩინოსნები მალდივებსა და ალპებში სასტუმროებს ჯავშნიან,,საჯაროდ მივმართავ Ჩემს მაღალჩინოსან მეგობრებს! Თბილისი პატარა ქალაქია და უკვე ყველამ იცის Თქვენი ჯავშნები მალდივებზე და ალპებში. Ძალიან გთხოვთ, ისე ნუ იზამთ, ტრაპამდე ვერ მიასწროთ... P.S სრულად დაჯავშნილია ემირატების, ძვირადღირებული რეისი! '' წერს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ჟურნალისტი ლალი მაროშკინა.
    Tags: და, ახალი, ამბები
  • 75
    ბარნაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი გურიის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დროს, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, ლერი ბარნაბიშვილმა საკრებულოსა და მერიის პირველი პირებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ლერი ბარნაბიშვილმა…
    Tags: და, ყველა, ახალი, ამბები