ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ უნდა გამოვიდეთ კერძო ცხოვრების ვიწრო ინტერესებიდან და ვიზრუნოთ ქვეყნის გამთლიანებაზე.
“საქართველოს ყოველი მოქალაქის ნაციონალური მისია უნდა იყოს, გამოვიდეთ მხოლოდ კერძო ცხოვრების ვიწრო ინტერესებიდან და ვიზრუნოთ ქვეყნის გამთლიანებაზე, სადაც კი ჩვენი ნაწილია, სადაც კი ჩვენი ხორცი მიწად ქცეულა, ის ისევ ჩვენს ხორცად დაგვებრუნებინოს, ოღონდ… ეს არც გულზე მჯიღის კვრით მოხდება და არც იმის ძახილით, ჩვენი არაფერია, მთავარია სადაც ვცხოვრობთ, იქ ვიყოთ კარგადო, რადგან ნებისმიერი ჩვენი საცხოვრებელიც იმაზე მალე შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან, ვიდრე გვგონია და ასეც არაერთხელ მომხდარა.
ჩვენი ნაციონალური იდეა ლოზუნგებზე და სადღეგრძელოებზე, ანუ სიყალბეზე კი არ უნდა გადიოდეს, არამედ გონიერებასა და პრაგმატიზმზე, გაიღო და შექმნა მეტი იმ ქვეყნისათვის, რომელსაც სამშობლოს ვეძახით.
ხშირად სიმშვიდეა ამის საშუალება, ხშირად ბრძოლა, განსაკუთრებით კი ბრძოლა გონიერებით.
თანამედროვე ქართველებს ქვეყნისთვის გამეტება გვენანება, ქვეყანას კი აქეთ ვავალდებულებთ, ყველაფერი გაიმეტოს ჩვენთვის.
ეს კი ასე არ ხდება.
საქართველოს ყოველი მოქალაქის ნაციონალური მისია უნდა იყოს, გამოვიდეთ მხოლოდ კერძო ცხოვრების ვიწრო ინტერესებიდან და ვიზრუნოთ ქვეყნის გამთლიანებაზე, სადაც კი ჩვენი ნაწილია, სადაც კი ჩვენი ხორცი მიწად ქცეულა, ის ისევ ჩვენს ხორცად დაგვებრუნებინოს, ოღონდ… ეს არც გულზე მჯიღის კვრით მოხდება და არც იმის ძახილით, ჩვენი არაფერია, მთავარია სადაც ვცხოვრობთ, იქ ვიყოთ კარგადო, რადგან ნებისმიერი ჩვენი საცხოვრებელიც იმაზე მალე შეიძლება გამოგვეცალოს ხელიდან, ვიდრე გვგონია და ასეც არაერთხელ მომხდარა.
ჩვენი ნაციონალური იდეა ლოზუნგებზე და სადღეგრძელოებზე, ანუ სიყალბეზე კი არ უნდა გადიოდეს, არამედ გონიერებასა და პრაგმატიზმზე, გაიღო და შექმნა მეტი იმ ქვეყნისათვის, რომელსაც სამშობლოს ვეძახით.
ხშირად სიმშვიდეა ამის საშუალება, ხშირად ბრძოლა, განსაკუთრებით კი ბრძოლა გონიერებით.
თანამედროვე ქართველებს ქვეყნისთვის გამეტება გვენანება, ქვეყანას კი აქეთ ვავალდებულებთ, ყველაფერი გაიმეტოს ჩვენთვის.
ეს კი ასე არ ხდება.
ჩვენ დღეს არ ვართ მზად, რადგან შეუმდგარი ერი გავხდით, მხოლოდ წინაპრებით ვიწონებთ თავს, მაგრამ არა დღევანდელობით და არც გუშინდელი დღით.
ადამიანის დევნით, ვისიც არ გვესმის, მისი უფლებების აყრით, გმირის და მოღალატის გაუგებარი ძახილით, განსხვავებულის მიუღებლობით, ჩვენი თავის დაუვალდებულობით, პარტიების სახელმწიფოზე მაღლა დაყენებით, მხოლოდ ძალაუფლებისკენ სწრაფვით, ვერც იდეას შევქმნით, ვერც სწრაფვა გაგვიჩნდება, ვერც აწმყოს შევქმნით და მითუმეტეს, მომავალს. ასე შემოგვეფცქვნება ქვეყანაც და ბოლოს საკუთარი თავიც.
24
30 კომენტარი
2 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება
, მაგრამ არა დღევანდელობით და არც გუშინდელი დღით.
ადამიანის დევნით, ვისიც არ გვესმის, მისი უფლებების აყრით, გმირის და მოღალატის გაუგებარი ძახილით, განსხვავებულის მიუღებლობით, ჩვენი თავის დაუვალდებულობით, პარტიების სახელმწიფოზე მაღლა დაყენებით, მხოლოდ ძალაუფლებისკენ სწრაფვით, ვერც იდეას შევქმნით, ვერც სწრაფვა გაგვიჩნდება, ვერც აწმყოს შევქმნით და მითუმეტეს, მომავალს. ასე შემოგვეფცქვნება ქვეყანაც და ბოლოს საკუთარი თავიც”.-წერს გამზარდია.