“ნუ ეძებ სასწაულს, ის უკვე შენს წინ ხდება”

“ნუ ეძებ სასწაულს, ის უკვე შენს წინ ხდება… უბრალოდ მიჩვეული ხარ და ვერ აფასებ. ახალი დღე რომ იბადება, ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ გეძლევა, უკვე სასწაულია. მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, იგივე შეცდომებს დაუდვებ თუ პირიქით, შეცდომების გამოსწორებას ეცდები.
რაც შესაცვლელი გაქვს, არ გადადო ხვალისთვის, დღეს მოინდომე და აუცილებლად გამოგივა, რადგან არავინ იცის დადგება თუ არა ,,ხვალ”… ისე მიეჩვიე უმადურობას, რა გარანტია გაქვს ხვალინდელი დღეც დააფასო…
შეიძლება ყველა შანსი მოგეცა და მაინც დგახარ, ისევ სასწაულს ელოდები.
უფალმა ადამიანების თვალწინ მკვდარი აღადგინა, ცხადია, იყო სასწაული. იმ წამს გაუკვირდათ, მაგრამ მაინც ძალიან ცოტამ ირწმუნა მისი. მთავარია გწამდეს, გჯეროდეს, რომ შენც თანამონაწილე ხარ ამ სასწაულის და მთელი ცხოვრება დღესასწაულად გექცევა!..”
პეტრე კოლხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share