პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– თბილისის ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტს კალაძის გუნდისთვის დარტყმის მიყენებად აფასებენ.
– ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება მოსალოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ. მისი წასვლით “ქართულ ოცნებაში” დაკარგეს ლიდერი, დავების მომგვარებელი და გამშველებელი. თავიდან ისინი დაიბნენ. დაბნეულობის სტადიას, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა დაპირისპირება. მთავარია, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფოს. გავლენის სფეროებისთვის ბრძოლამ სახელმწიფო არ უნდა დააზიანოს. ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ გაცლაზე მმართველი პარტიიდან სამი-ოთხი თვის წინ ვლაპარაკობდი.
– ჩვენთან ინტერვიუში ჯერ კიდევ ზაფხულში თქვით, რომ ივანიშვილი მიდის და პარტიას კობახიძეს უტოვებს.
– ამას ვამბობდი პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე. მე ამას ვპროგნოზირებდი, მმართველ პარტიაში კი აშკარად დაიბნენ.
– ოპოზიციის გეგმებზე რას იტყვით?
– განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბარიერგადალახული პარტიების პარლამენტში შესვლა-არშესვლას. თვეზე მეტია, სულ ერთი და იგივე გვესმის.
– რაზე საუბრობთ?
– ვინც აპირებს პარლამენტში შესვლას, დაე, შევიდეს! ხომ არ შეიძლება ამისათვის ხან ერთი საბაბი მოძებნონ, ხან – მეორე ?! თან, თავისი პოზიცია ყოველდღე გვასმენინონ და საზოგადოებისგან ტაშისკვრა მოითხოვონ. თუ დეპუტატობა გადაწყვიტე, ადექი და გახდი დეპუტატი! ამაზე პასუხისმგებლობაც აიღე და ტაშს ნუ ელოდები. ამას ვერ ბედავენ და არის ერთი და იგივე თემის განხილვა.
საერთოდ, ყველამ დაანებოს თავი გავების ტრიალს. ტელემედიაც უცნაურად იქცევა. ტელევიზიებო, თუ პარლამენტში შემსვლელებს შვიდ ბრუნვაში ატრიალებთ, მაშინ ეს პოლიტიკოსები ყოველდღიურად სტუდიებში რატომ გისხედან? თუ პრინციპულობაზე პრეტენზია გაქვთ, იყავით პრინციპულები და ნურც ზნეობას დაარღვევთ და ნურც ჟურნალისტურ ეთიკას!
მსგავსი სტატიები
- 99
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს პირველ განცხადებას ივერი მელაშვილი პასუხობს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან. "საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში…
- 98
ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახა ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხები, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტზე გავლენა იქონიეს. აქ შეჯამებულია, რა მდგომარეობა იყო საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ 2020 წელს და შეფასებულია სახელმწიფოს სხვადასხვა უწყების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში. დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში მოვლენათა და საკითხთა უმრავლესობა პანდემიისა…
- 98
იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, თინა ბურჯალიანი, სოციალურ ქსელში, რამდენიმე დღის წინ, წერდა: “21 იანვარს, თითქმის 13 წლიანი პროცესის შემდეგ, ევროსასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2008 წლის ომის საქმეზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II). ეს საქმე 2008 წლის 11 აგვისტოს დავიწყეთ რუსეთისათვის დროებითი ზომების დაკისრების მოთხოვნით. სრული საჩივარი შევიტანეთ 2009 წლის 6 თებერვალს.…
- 98
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…