შეგახსენებთ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოკადრები, სადაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივი მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პირი, რომელმაც ბავშვები ე.წ. „შაბათობაზე” წაიყვანა პედაგოგი არ იყო.მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა მაკა შენგელიამ დაწერა.
„ამ პანდემიის დროს ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გაკვეთილის საათებში წაიყვანეს და მერიის საპირფარეშო ახეხვინეს, ამ ფაქტში მონაწილე ადამიანები დღეს ისე არხეინად დადიან ქალაქში თითქოს არც არაფერი მომხდარა. ველოდები ფაქტზე რეაგირებას, სულ მცირე მერისგან ბოდიშის მოხდას მშობლების და ბავშვების წინაშე. განათლების სამინისტროს რეაგირებას და ყველა იმ პირის რეაქციას, ვისაც ეს საკითხი ეხება“, – წერს შენგელია.
მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს პოლიცია იძიებს.
შს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 150-ე, იძულების მუხლით დაიწყო.
ptn.ge
მსგავსი სტატიები
- 97
ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
- 97
"პოლიტიკა ბინძური საქმეა!.. სახელმწიფო მანქანას კი ვერ მოერევი. ამიტომ, იყავი შენთვის, აკეთე შენი საქმე კეთილსინდისიერად, პროფესიონალურად და პოლიტიკა და სიბინძურე შენ არ შეგეხება.." - ბევრჯერ მსმენია ასეთი რჩევა, თუმცა ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ეს მცდარი და მეტიც, ცუდი რჩევაა. სინამდვილეში პირიქითაა: როდესაც საქმეს თავდადებით, ენთუზიაზმით და პროფესიონალურად აკეთებ, სწორედ მაშინ მოდიხარ…
- 97
2021 წლის 21 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად დარჩება - საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო. „2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. სასამართლოს დიდი პალატის…
- 97
მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებთ აცხადებს, რომ ბაკქანალია უნდა დამთავრდეს და ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კომპრომისი უნდა მოძებნოს, რათა ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს. „ეს ბაკქანალია ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. მე არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ ნიკა მელიასნაირი მებრძოლი კაცი ნეტავ „ოცნებას" ჰყავდეს. რურუაც სულ ტყუილად არის…