გურიის მოამბე

დღეს, გურიის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა

დღეიდან გურიის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კოვიდ 19 – ზე ჩაუტარდათ ტესტირება. სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.
განათლების ინფრასტრუქტურის განახლება: პანდემიის მიუხედავად რეგიონში არ შეჩერებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდა.
2020 წელს დასრულდა:
ოზურგეთში სოფ. ბახვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.
სსიპ – ქალაქ ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მესამე კორპუსის რეაბილიტაცია და ამავე სკოლის ტერიტორიაზე ინოვაციების ცენტრის მშენებლობა.
რეგიონში მიმდინარე წელს დასრულდება 6 საჯარო სკოლის მშენებლობა და 7 სკოლის სრული რეაბილიტაცია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 60-მდე სკოლაში. მოეწყო სველი წერტილები და შეიცვალა დაზიანებული სახურავები.
“გურიის მხარე”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share