“წარმოუდგენელია, სრულიად გასაოცარია ის რაც ხდება, ასეთ კარგ შედეგს ბევრი არ ელოდა”,- წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.
“წარმოუდგენელია, სრულიად გასაოცარია ის რაც ხდება, ასეთ კარგ შედეგს ბევრი არ ელოდა. დიდი მადლობა ყველას
ახალი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წარდგენის შემდეგ, ჩვენ ‘სუსტი’ წერტილი გვიპოვეს
რეზო ჩომახიძე
კაცი რომელიც საკუთარი გადარჩენის და შემდეგ უკვე წარმატებისკენ მიმავალ გზას 1990 იან წლების დასაწყისში, წყალბურთის თამაშით დაადგა.
შრომით, ოფლით და ნიჭით, მიაღწია იმას რომ გახდა სიდნეის ოლიმპიადის ვერცხლის და ათენის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი.
2002-2003 წლის სეზონში გახდა ევროპის საუკეთესო წყალბურთელი.
2002-2003 წლებში, სრულ სიბნელეში, უპერსპექტივობაში, უშუქობას და უგზოობაში, საქართველოში, აკუმულატორზე მომუშავე რადიო გადმოსცემდა რომ ქართველი, რეზო ჩომახიძე, გახდა ევროპის საუკეთსო წყალბურთელი.
იმ წლებში, როდესაც ჩვენ ჩემპიონები მხოლოდ ადამიანების გატაცებაში, კორუფციაში და ძალადობაში ვიყავით, რეზო ჩომახიძე ევროპის საუკეთსო წყალბურთელი ხდებოდა, ისე რომ საქართველოში, 90-იანებში კარიერის დასაწყისში ვარჯიშობდა წყალბურთში, წლის გარეშე.
ასეთი მაგალითები გვეამაყებოდა, ასეთი მაგალითები გვაძლევინებდა, ასეთი მაგალითები გვაძლევდა ძალას კვლავ დაგვეჯერებინა ჩვენი ერის, ჩვენი თავის, ჩვენი ნიჭიერების და ჩვენი ძალის.
2008 წლის შემდეგ რეზო ჩომახიძე საქართველოში დაბრუნდა და მთელი ეს წლები თავის ენერგიას ახმარდა ქართულ წყალბურთს და ქართველი ახალგაზრდებისთვის წარმატების კარის გახსნას.
რეზო ჩომახიძე, ქართველი პატრიოტი და ნამდვილი ქართული ლეგენდა, აი ვინ გვინახეს სუსტი წერტილი, ყოჩაღ, სწორი გზით მივდივართ.”- წერს მელია.