თემურ წიკლაური გარდაიცვალა

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური. ინფორმაციას წიკლაურის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

თემურ წიკლაური 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თეიმურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში, მათ შორის: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985). თემურ წიკლაური იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1997), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ.

თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.

წყარო:1tv.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 91
    პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესაქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს აქვეყნებს, რომელსაც "გურიის მოამბე" სრულად გთავაზობთ: "ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო,   ქრისტე აღდგა!   „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    ყველა დროის 5 საუკეთესო ქართველი თაღლითი, რომლებმაც ცნობილი ადამიანებიც კი გააცურესგასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევრ­ოპული და ამერიკული პრესა ზაქარია­ მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა. ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლ­იტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები… მათდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა. დეილ კარნეგის თავის ბესტსელერში “როგორ მოვიპოვოთ მეგობრები…
    Tags: და, იყო, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    "ტრადიციული იდენტობები: "მამაკაცი" და "ქალი," ოჯახური ფასეულობები წაშლილია"წაშლილია ადამიანობის განმსაზღვრელი ტრადიციული იდენტობები: „მამაკაცი“ და „ქალი,“ „ოჯახური ფასეულობები”- ვკითხულობს პატრიარქის 2021 წლის სააღდგომო ეპისტოლეში. ასე იყო მუდამ, როცა ურწმუნოება მძლავრობდა ხალხში. ეს დღესაც ასეა, ოღონდ უფრო რთული ვითარება გვაქვს და თუ რატომ, მოკლედ შემდეგს ვიტყვით: ნებისმიერი პიროვნება რომ არ არის სრულყოფილი, ამას, ჩვენს მსგავსად, ურწმუნონიც აცნობიერებენ, მაგრამ, ღმერთთან…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 90
    მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე ქართულადაც გამოაქვეყნაკონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები