” ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით”

“არავინ არ არის დღეს ისე დაინტერესებული იმ შეზღუდვების სწრაფი მოხსნით, როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად მე. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა, არის პირდაპირი მიზეზი იმის, რომ შემდგომ მოგვიწიოს ისევ დახურვა. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია, შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ რიგში უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი”.-ამბობს გახარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share