ლანჩხუთში ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

“სარიშვილმა გვითხრა რა უნდა ძროხას საძოვარზე სახლში დააბითო”=ქვემო აკეთის მოსახლეობა

ხმაური იყო დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქვემო აკეთში.

ადგილობრივი მოსახლეობა მდინარე სუფსის სანაპიროსთან მოქმედ ქვიშა ხრეშის კარიერთან შეიკრიბა და მისი დახურვა მოითხოვა.

ადგილობრივების განცხადებით, კარიერზე უკანონოდ ხდება ინერტული მასალის მოპოვება, რის გამოც სოფლებში დაშრა არტეზიული ჭები, გამოშრა ნიადაგი და მოსახლეობა ერთწლოვანი კულტურებიდან მოსავალს ვერ ღებულობს, დაწყებულია მეწყრული პროცესები,

გარდა ამისა, სოფელი ინერტული მასალის მოპოვების პროცესში მიწების დატაცების გამო დარჩა საძოვრებისა და საყანე ფართობების გარეშე”

როცა ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს ვთხოვეთ დახმარება და ავუხსენით. რომ საძოვრების გარეშე დავრჩით, გვიპასუყხა – რა უნდა ძროხას საძოვარზე ეზოში აბალახეთო”

აცხადებდნენ მდინარე სუფსის სანაპიროზე შეკრებილი აკეთელები:

“მივმართეთ კომპანიას, რომ გაგვცეს პასუხი თუ რა სამუშაოებს ახორციელებს, მივმართეთ ასევე მინერალური რესურსების სააგენტოს, თუმცა პასუხები არცერთისგან არ მიგვიღია. როცა პასუხებს მივიღებთ გადავწყვეტთ რა გზებს მივმართოთ, წავალთ სასამართლოში თუ სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებთ” – გვითხრა თამაზ ტრაპაიძემ. საიას ოზურგეთის ოფისის ხელმძღბანელმა, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share