ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდიანარე “ფასადური ცვლილებები” სააკაშვილის პირობებში არაფერს შეცვლის.
„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ რებრენდინგს არ ექვემდებარება. ისევე როგორც ნაციონალ-სოციალისტური პარტია ვერ დაექვემდებარებოდა რებრენდინგს ჰიტლერის პირობებში, ასევე ვერ დაექვემდებარება რებრენდინგს „ნაცმოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის პირობებში. ეს ფასადური ცვლილებები არაფერს შეცვლის. რამდენიმე წუთის წინ მითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვინც განახლებულ გუნდშია, თანაავტორი იყო იმ საუკუნის ტყუილის, რასაც მალტიდან ვაქცინის მილიონი დოზის ჩამოტანის შესაძლებლობა ერქვა. აქ მიხეილ სააკაშვილის როლზე იყო საუბარი. აბსოლუტურად არასერიოზულია“, – განაცხადა მდინარაძემ.