ექსპერტი გოჩა მირცხულავა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლის მოწოდებაზე წერს: “ვინ დაუწერა ტექსტი პრეზიდენტს? ეკრანს აქეთ იდიოტები კი არ ვზივართ – ვიცე სპიკერი, თანამდებობები… და რაში გჭირდებათ ოპოზიცია პარლამენტში? მზეჭაბუკის სარცხვინელზე აფარებულ ფოთოლს უფრო მეტი ფუნქცია აქვს პარლამეტში, ვიდრე იმ ოპოზიციას, რომლის განადგურებას და რადარებიდან გაქრობას გვიანონსებთ მეცხრე წელია. და როგორ უნდა ისხდნენ პარლამენტში მაგალითად მელია და კობიაშვილი? ოპოზიციისგან ხალხი ითხოვს პარლამენტში შესვლას? არა! ხალხი სხვა რამეს ითხოვს და ამას რომ ვერ ზომავთ ხელისუფლებაში ეგაა საქმე. მე ვითხოვ: ფეხი რომ აუქნია კამერაზე ჟურნალისტს თუ მოქალაქეს იმ ტიპის დაკავებას, იარაღიანი ყაჩაღის დაჭერას. მელიას შტაბს რომ ცეცხლი წაუკიდა იმათ გასამართლებას. საუბნო ოქმების მესამედ ჩამსწორებელი კომისიის წევრების დაჭერას. თურმე ოპოზიცია უნდა დაბრუნდეს დემოკრატიულ კალაპოტში. ღმერთი სიცილით კვდება. ხმების ქურდები არიან – ქართველი თომას ჯეფერსონები? ახლა რაც ხდება იცით რისი ბრალია? თქვენი ყეყეჩი ტონის! მოწერელიას მუცლის გვრემამ გადაუარა ხო”?-წერს მირცხულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.