არაღიარებული ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წელს საფრანგეთში გაიმართება 

არაღიარებულ ქვეყნებს შორის ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას დამოუკიდებელი საფეხბურთო ფედერაციების ასოციაცია (CONIFA) ავრცელებს, რომელიც FIFA-სგან დამოუკიდებლად მოქმედებს.

თამაშები 9-19 ივნისს გაიმართება. არაღიარებული ქვეყნები რომელთა შორისაც ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი არიან, ოთხ ჯგუფად გადანაწილდნენ:

  • პირველი ჯგუფი: ნიცის საგრაფო, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, პადანია, აფხაზეთი;
  • მეორე ჯგუფი: საპმი, დასავლეთ სომხეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, არცახი (მთიანი ყარაბაღი);
  • მესამე ჯგუფი: სზეკელი, ჩამერია, სარდინია, კორნუოლი.

ამასთან, CONIFA-მ სარეზერვო გუნდების სია წარადგინა — ორი სიცილია, კარპატია და რომას ხალხი — იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე კვალიფიცირებული გუნდებიდან ვეღარ შეძლებს ტურნირში მონაწილეობას.

ორგანიზაციის ევროპის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნიცაში ჩასვლისას ყველა გუნდს კორონავირუსის ტესტის გაკეთება მოუწევს.

On.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაუკავშირდა და უწყების განცხადებას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

არაღიარებული ქვეყნები FIFA-სა და UEFA-ს ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატებში მონაწილეობას ვერ იღებენ. CONIFA 2013 დაფუძნდა და პირველი ჩემპიონატი 2014 წელს შვედეთში გამართა. აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გუნდებს დე ფაქტო ქვეყნებიდან და რეგიონებიდან.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 88
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    "ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!""ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!"- წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი: "ოპოზიციის მიერ დაანონსებული 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია გადაიდო. მე, რომელიც რადიკალური მოქმედებების და აქციების უპირობო მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, დღეს, მოცემულ გარემოებებში, ოპოზიციის ამ აქციის გადადება მგონია ერთადერთი სწორი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 88
    ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, როგორ ებრძვიან მამულს, ენასა და სარწმუნოებას – კობახიძეპარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა