სამსახურიდან გამოვედი და გადავწყვიტე, შიდა ვიწრო გზებით გავსულიყავი, (როცა დრო მაქვს ყოველთვის ასე ვიქცევი, ვაკვირდები შაბათის შემოსვლისთვის ფუსფუსსა სამზადისს!)
უცებ ტროტუარზე ვხედავ წაქცეულ(დამხობილ) ადამიანს, ინსტიქტმა მიკარნახა რომ ფეხი ამეჩქარებინა, მივშველებოდი! წამის მეასედშივე
გავიაზრე რომ ისრაელში ვარ და ფრთხილად უნდა ვიყო! იქვე მოხუცი ბაბუ გამოვიდა, უკვე პოლიციაში რეკავდა!
– საშინელი ყვირილის ხმა გავიგონე და გამოვვარდი, მიკვირს მეზობლებო რატომ არ გამოვიდნენო.
ვუთხარი არაბია მგონი და მოდი ერათად მივუახლოვდეთთქო, ეს ბიჭი ბუტბუტებს, ცოტას ყვირის და ტელეფონზე საუბრობს. (გულში გამიელვა დიებეტი ხომ არ აქვს ან ეპილეფისათქო “) მოკლედ ამ ფიქრებში ვარ ნელ-ნელა ვუახლოვდები, ტანს დაპარკინგებულ მანქნას ვაფარებ და თვალებით ვაკვირდები, ეს ბაბუ ხელს მაფარებს და ცდილობს წინ დამიდგეს, უცებ შემოტრიანდა და ამოგვხედა ამ ბიჭმა, შეშინებულმა უკან დავიხიე!
ბაბუსაც ვუთხარი პოლიციას დაველოდოთ და შორს დავდგეთთქო!
როგორი ტრაგიკულია არა?! დახმარება გინდა და გეშინია, იმიტომ რომ მსგავსი “სცენა” ამ ქვეყანაში უკვე ბევრჯერ დატრიალებულა და გეშინია რომ შენც იმ სტატისტიკას ნაწილი არ გახდე, რომელიც საბოლოოდ ციფრებად რჩება მომავალში!
წამოსვლა გადავწყვიტე მაგრამ ამ ბაბუს ვერ ვტოვებ, თან ნამუსიც არ
მაძლევს საშუალებას!
უცებ მოვიხედე, ფეხშიშველა, სამხედრო ფორმაში ავტომატ გადაკიდებული სასხლეტზე თითით და დახრილი ლულით ჯარისკაცი მოდის, თან ტელეფონზე საუბრობს, თვალებით პერიმეტრს ათვალიერებს, ჩუმი
მაგრამ ჩქარი ნაბიჯით უახლობდება და ჩვენ თვალებით გვანიშნებს მანქნას ამოვფარებოდით!
ვინც მიცნობს იცის როგორი ინტერესიანი ვარ, ეგრევე დავიწყე მეც არემარეს თვალიერება, 2 ბიჭი და 1 გოგო უკვე სხვადასხვა სახლებიდან, ავტომატ და “ფისტოლეტ” მომარჯვებული იყო ფანჯრებში, თავიანთივე სახლებიდან!
ამ სამხედრომ არაბულად გაესაუბრა, დისტანციაზე, წამოდგა ეს ტიპიც, დაიფერთხა შარვალი და იქვე მისვიე გაჩერებული ავტომობილის საბარგული გააღო, სადაც “სადელივერო” პროდუქციის გადმოზიდვა დაიწყო!
ეს ფოტო კი თელ ავივშია, მეჩეთის ფონზე, მე ევროკავშირიანი ჩანთით, ყვითელი ლენტით არაბების უბანში, ისევე ჩემი ცნობისმოყვარეობ და ინტერესის გამო!
ეს ისრაელია, ამ ქვეყანაში ცხოვრება ისეთი ფერადი არ არის როფორქდაც გაჩვენებთ ხშირად მაგრამ ეს ის ქვეყანაა, რომელიც ფოლადივით გწრთვნის უკვე შენი სამშობლოსთვის!