გუშინ “გურიის მოამბის”მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, სადაც გიყვებოდით რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის სკოლის დირექტორმა მოსწავლეზე იძალადა, შს-მ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა დ. გ-მ ამავე სკოლის მეშვიდეკლასელი მოსწავლე სცემა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, დ. გ ხელმძღვანელობს ქვედა ბახვში საარჩევნო შტაბს და ისინი არ გამორიცხავენ რომ სწორედ ამის გათვალისწინებით დააფარა ხელი პოლიციამ მოძალადე დირექტორს.
შ. ბ. ნაცემი მოსწავლის დედა: “მე ზუსტად არ ვიცი დეტალები, თუმცა ამასაც მოგახსენებთ, რომ მე მაგ სკოლის იმედად დავტოვე ჩემი შვილები.ბავშვი არის ცოტა თავნება მოაკლდა დედის ხელი, ამ აცხოვრებამ გამხადა უთვისტომო ქვეყნის მონა და ვაბრალი ჩემს გადახვეწილობას,ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ სადაც დედა-შვილობა შეწყვიტეს და დედები სხვის მონებად გვაქციეს , რა გითხრათ ავტირდი, მაგრამ ეს ხომ დირექტრს არ ამართლებს. მაპატიეთ ბოდიშს გიხდით.”- გვითხრა დაზარალებული მოსწავლის დედამ.