ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთადერთ კლინიკას, “მედალფას”, ლიცენზია შეჩერებული აქვს უკვე რამდენიმე თვეა – კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”2023 წლის 7 ნოემბრიდან ამ წუთამდე,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთადერთ კლინილას, “მედალფას”,რომელიც ქირურგიულ და რეანიმაციურ მომსახურეობას უწევდა პაციენტებს, ლიცენზია შეჩერებული აქვს.რაც ნიშნავს,რომ ცოტა ღრმად რომ გაგეჭრას თითი და მოსაკერი გაგიხდეს,მეზობელ რაიონებს უნდა მიმართო დასახმარებლად.არაფერს ვამბობ მძიმე და გადაუდებელ შემთხვევებზე როცა ყველა წუთი გადამწყვეტია სიცოცხლის შესანარჩუნებლად.მთელი უბედურება იმაშია,რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სტანდარტების(მოთხოვნების)დაკმაყოფილება, შორეული პერსპექტივაა ამ დროსთვის და შესაბამისად, არც პასუხი აქვთ ლანჩხუთელებს, რა ელით ხვალ და ზეგ?!
ახლა ერთი შეკითხვა მაქვს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვინ იღებს პასუხისმგებლობას, თითოეულ იმ შესაძლო ლეტალურ შემთხვევებზე, რომელიც შესაძლოა განვითარდეს დროის,გზის სიშორის და პაციენტების სიმძიმის გათვალისწინებით,რომლებიც არ ექვემდებარებიან ტრანსპორტირებას,შემთხვევის სიმძიმიდან გამომდინარე.გაითვალისწინეთ,რომ
არც შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილი გააჩნია რაიონს,რომელიც დროებით უსაფრთხოს გახდის, მძიმე პაციენტის ტრანსპორტირებას მეზობელ რაიონებამდე?” – წერს ასკურავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share