ოზურგეთელი მძლეოსნების 9 მედალი საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატიდან

16-18 თებერვალს ქ. თბილისში მძლეოსნობაში საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსნობის სექციის ნაკრებმა გუნდმა და შინ ოთხი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი სოფიკო შათირიშვილმა ( ბირთვის კვრა 4კგ) მოიპობა. მწვრთნელები დ. მანთიძე. მ, კოტრიკაძე. ჩემპიონი გახდა ქეთევან მამალაძე (ბადროს ტყორცნა1კგ) მწვრთნელები დ , მანთიძე. მ , კოტრიკაძე. კიდევ ერთი ჩემპიონი გიორგი პაკელიანი (ბადროს ტყორცნა 2კგ) გახდა, მწვრთნელი მ. კოტრიკაძე. ჩემპიონატზე მეოთხე ოქრო ოზურგეთს ანი მგელაძემ ( შუბის ტყორცნა) მოუტანა, მწვრთნელი მ. კოტრიკაძე.

რაც შეეხება ვერცხლის მედლებს , ის გოგა ჭიხვარიამ ( უროს ტყორცნა7 კგ) (მწვრთნელები გ. ბედოშვილი, მ. კოტრიკაძე), ქეთევან მამალაძემ ( ბირთვის კვრა4კგ) (მწვრთნელები დ. მანთიძე , მ.კოტრიკაძე) და გიორგი პაკელიანმა (ბირთვის კვრა 7კგ) აიღეს ( მწვრთნელი მ. კოტრიკაძე). ხოლო ბრინჯაო ანი მგელაძემ ბირთვის კვრასა ( 4 კგ) და ბადროს ტყორცნაში მოიპოვა. მწვრთნელი მ. კოტრიკაძე.

ჩემპიონატზე კარგად იასპარეზა ელენე ძიძიგურმა. 2011 წ დაბადებულმა სპორტსმენმა შეძლო და დიდების მესამე თანრიგი შეასრულა. შეჯიბრზე თავი გამოიჩინა პატარა მონაწილემ, ბექა მჭედლიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share