“ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად” – ვარჰეი

“ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად”, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელში წერს და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომასა და პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას აჯამებს.

“შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე, ევროკავშირის გზაზე პროგრესსა და ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე, ასევე, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელებაზე [მაგ. როუმინგი და SEPA]. ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად”, –  წერს ოლივერ ვარჰეი X-ზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share