ხელჩართული ჩხუბი ოზურგეთში – რესტორან “ეთნოგურიაში” მოქეიფეებმა ერთმანეთი სცემეს

სანამ ქართული საზოგადოება UFC ქართველი მებრძოლების გამოსვლებით ტკბებოდა, ოზურგეთის ცენტრში განლაგებულ რესტორან “ეთნო გურიაში” მოქეიფეები ერთმანეთს უსწორდებოდნენ.

როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველებმა აცნობეს, რესტორანში მყოფი ორი ჯგუფი ერთმანეტს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თვითმხილველთა თქმით, ხელჩართული ჩხუბი განსაკუთრებით სასტიკი მაშინ გახდა, როცა დაპირისპირებულმა მხარეებმა რესტორნიდან ქუცაში გადაინაცვლეს.

რედაქცია დეტალებით დაინტერესდა და დღეს რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ.

ადმინისტრაციაში მომხდარი ნდაპირისპირების შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს:

“ნუ რაღაც ინცინდენტი იყო და რესტორნიდან ქუჩაში რომ გავიდნენ შემდეგ რა მოხდა ვერაფერს გეტყვით” გვითხრა რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რომელმაც საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა.

მეორე წარმომადგენელმა კი გვიბრძანა, რომ “ეთნო გურიას” სახელი არ გვეხსემნებინა და მისი სახელით არანაირი ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა.

ვინაობის და რესტორანში საკუთარი თანამდებობის დასახელებისაგან ამ შემტხვევაშიც თავი შეიკავეს.

ჩვენი შეკითხვები, რა მასშტაბების იყო დაპირისპირება, დაზიანდა თუ არა რესტორნის ინვენტარი ან რა საკითხმა გამოიწვია შეხლა შემოხლა-“ეთნო გურიაში” უპასუხოდ დატოვეს.

მხოლოდ ის გვითხრეს, რომ პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების აუცილებლობა არ დამდგარა.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share