ხვალ, 22 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ.
შეზღუდვა არ შეეხება მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.