დღეს ,,პროგრესის სახლში” საზოგადოებრივი ორგანიზაცია – ”გურიის სამოქალაქო ცენტრის” ახალი პროექტის – „მუნიციპალური ტრანსპორტის საზოგადოებრივი მონიტორინგი“ – პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ორგანიზაციის წევრებმა დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის ამოცანებია:
მუნიციპალიტეტის ორგანოების მონიტორინგი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებული მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პრობლემების გადაჭრის ადვოკატირება
პროექტი ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის „სოციალური კაპიტალის შექმნა სსო-ების გაძლიერებითა და ადგილობრივი ქსელის გაძლიერებით“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ‘Strengthening Civil Society in the Eastern Partnership’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დაკვეთით და ევროკავშირის თანადაფინანსებით.