რატომ უჩანს გურიაში პალტო და ფეხსაცმელი მიცვალებულს? – გურულების იუმორით მოყოლილი გასაჭირი

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი, თათია ნიკოლაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარეულში არსებული სასაფლაოების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, სოფლის სასაფლაო მეწყრული პროცესების შედეგად თითქმის ჩამოშლილია, ადგილობრივები კი ოზურგეთის მერიისგან დახმარებას ითხოვენ.

დახმარების მოლოდინში მყოფი გურულები კი თავიანთი გასაჭირის შესახებ იუმორით ჰყვებიან და ამბობენ , რომ მიცვალებულებს ლამის პალტო და ფეხსაცმელი მოუჩანთ:

”ქართული ოცნების”  ხელისუფლების პირობებში ადამიანებმა საკუთარ გასაჭირზე ხუმრობაც კი ისწავლეს. სოფელ ჯაფარეულის სასაფლაო თითქმის ჩამოშლილია მეწყრული პროცესების შედეგად და ადგილობრივები ხუმრობენ, მიცვალებულს ლამის პალტო და ფეხსაცმელი მოუჩანსო , იქნებ მიაქციოს ყურადღება ოზურგეთის მერიამ” – აცხადებს ნიკოლაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share