ლიხაურლების დამცველი რაზმი ხოსონა გოგოლაშვილის მეთაურობით
.
1859 წლის 12-დან 19 ივლისამდე ქუთაისის გენერალ-საგუბერნატოროში საომარ მოქმედებათა ჟურნალის ჩანაწერის მიხედვით, ძალიან გახშირებული იყო ოზურგეთის მაზრის ჩლოქისპირა სოფლებზე თურქების თავდასხმები, რომლებიც ძარცვავდნენ სოფლებს და იტაცებდნენ ტყვეებს. რის გამოც სოფელ ლიხაურის მოსახლეობას 20 კაციანი რაზმი შეუქმნია მოსახლეობის დასაცავად, რომელსაც ორი ლიხაურელი ურიდნიკი ხელმძღვანელობდა.
.
1859 წლის 18 ივლისს თურქეთის მხრიდან ბანდიტების ხუთკაციანი მოთარეშე რაზმი გადმოსულა, რომელსაც ურიადნიკ ხოსონა გოგოლაშვილის ლიხაურლების ხუთკაციანი გუნდი დასდევნებია და დასწევიან კიდევაც გოგია შოშიტაიშვილის სახლთან, სადაც შეტაკება მომხდარა. ლიხაურლებს ერთი მომხდური მოუკლავთ, რომელიც ქობულეთის სანჯაყის, სოფელ ხინოს მცხოვრები მემედ ჯინჭარაშვილი აღმოჩნდა, ასევე თავდამსხმელებიდან კიდევ ერთი მძიმედ დაუჭრიათ, ხოლო სამს გაქცევით უშველიათ თავისათვის.
.
– Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею: Журналъ военных происшествій в Кутаисскомъ ген.-губернаторстве с 12-го по 19-е июля 1859 года. Тифлис, 1904. – Т. 12, N693;
– ნახატი: გურულები, მხატვარი: მერაბ ბერძენიშვილი (ჟურნალი ცისკარი 1959 წელი #8)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა