”პუტინის ამ შოუს [არჩევნების] საშუალებით ისევ სურს მოახდინოს თავისი ძალაუფლების ლეგიტიმაცია. ეს საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა იყოს აღიარებული არცერთი ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ მას სურს ამ შოუში ჩართოს ის უკრაინელები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ და აჩვენოს თავისი ძალა.
პუტინის მხარდამჭერები ვერ ხედავენ განვითარების გზებს – ვერც ერთ ცვლილებას, რომელსაც მათი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია, რაც ყველაზე ცუდია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ, რომ უკრაინა დასავლეთ პარტნიორებთან ერთად ისეთ წინააღმდეგობას გაუწევს ამ აგრესიას, რომელიც აჩვენებს პუტინის სამართალმემკვიდრეს, რომ შეუძლებელია ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება.”
განაცხადა უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ოლექსანდრ შულგამ.