პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში “მშვიდობის სამიტზე” 160-ზე მეტი ქვეყანა იქნება მიწვეული, ხოლო რუსეთი – არა.
“პირველი საინაუგურაციო სამიტი უახლოეს მომავალში შვეიცარიაში გაიმართება. დღეისთვის მოწვევები მომზადდა და გაიგზავნება 160-ზე მეტ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდი საერთაშორისო ღონისძიება. პირველი სამიტის მიზანი უნდა იყოს დაფიქსირება… რაზეც ამ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით ელჩების, მრჩევლების დონეზე”, – განაცხდა ერმაკმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ისინი ამუშავებენ დოკუმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ამ შეხვედრის შედეგი.