გურულების წერილი გაზეთ „Черноморский Вестник“-ის რედაქტორს
.
„თქვენი გაზეთის მავნე მიმართულება გვაიძულებს მოგთხოვოთ თქვენ, მოწყალეო ხელმწიფევ, თქვენი გამოცემა მოსპოთ, ვადათ გაძლევთ ორ კვირას.“ ასეთი მოკლე და კონკრეტული შინაარსის წერილი მიუწერია გურულებს ბათუმში გამომვალ გაზეთ „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ (Черноморский Вестник) რედაქტორ გრიგორ პალმისათვის. წერილი შედეგად მოყოლია ამავე გაზეთში გურიის მოძრაობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. როგორც ირკვევა დამფთხალ პალმს გაზეთი დაუტოვებია და ამის შემდეგ „ჩერნომორსკი ვესტნიკი“ სხვა კაცის ხელში გადასულა.
.
ზემოხსენებულ ინფორმაციას შეიცავს გრ. სტარცევის მიერ პეტერბურგში გამომავალ გაზეთს „Биржевыя Вѣдомости“-ს 1905 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც შეეხება გრურიის მოძრაობას, წერილის თარგმანი გამოქვეყნებულია გზეთ ივერიაში.
.
გრიგორი პალმი ცნობილი იყო თავისი ანტიქართული მოღვაწეობით, იგი ხშირად მასხრად იგდებდა ქართველებს, მათ შორის ცნობილ მოღვაწეებს. ამის გამო არერთხელ გაეხვეულა სკანდალში. 1896 წელს მისმა გაზეთმა მასხრად აიგდო გაბრიელ ეპიკოპოსის დაკრძალვა, რის გამოც პალმი დავით კლდიაშვილს დუელში გამოუწვევია, რის შემდეგაც შეშინებული პალმი პოლიციაში გაქცეულა კლდიაშვილი მოკვლით მემუქრებაო და კლდიაშვილი ძვლივს გადარჩენილა დატუსაღებას.
.
გაზეთი „ივერია“ 11.031905 წელი, N23
– ფოტო Альбом по истории 1928; გურიის რესპუბლიკის სპეციალური ასუელის “ტერორისტების” მებრძოლები
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა