მოუწევს ივანიშვილს ხელისუფლების დათმობა – ამის შესახებ „რეაქციაში“ დავით უსუფაშვილი საუბრობს.
როგორც უსუფაშვილი ამბობს, ხელისუფლება „თავისუფალ ადამიანს ებრძვის“ და ივანიშვილი განსხვავებული შეხედულების მქონე პირებს მტრებად თვლის.
”მოუწევს – ზოგს თამადობის დათრობა უწევს, ზოგს ბევრი რამის დათმობა უწევს, მაგრამ არ უნდა.
ასეთ გზაზე დამდგარი ლიდერები ტრიუკს უტარებენ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, ყველა ავტორიტარი ამ გზაზე დგება, ზოგი მესიანისტური იდეებით, რომ ჰგონია, რომ მის გარეშე ქვეყანა დაიღუპება და როგორ მიატოვებს ქვეყანას. ზოგი იმიტომ, რომ თუ ძალაუფლებას ჩამოშორდა თავად ინგრევა შიგნით, ფსიქოლოგიურად და იდენტობით, ამიტომ ძალაუფლება არის მომეტებული საფრთხის წყარო, ამიტომ მოიგონა კაცობრიობამ მისი დაყოფა, ვადიანობა, 4-წლიანობა, სამართლიანი არჩევნები.
წასვლის უნარს რომ კარგავს პოლიტიკოსი, ესეც ეტყობა – შუბლზე ეტყობა, თვალებზე ეტყობა, თუმცა წავიდნენ,“ – ამბობს დავით უსუფაშვილი.