ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება როგორც იაფი, ასევე ძვირი პროდუქტები. ერთი და იგივე პროდუქტი შესაძლოა, იყოს ხელმისაწვდომ ფასში, ხოლო გარკვეული ინგრედიენტების დამატებით, მისი ღირებულება იზრდება.
მაგალითად, თუ ჩვეულებრივი წესით ამოყვანილი 1 კგ ყველი 20-25 ლარი ღირს, ყველი ღვინოში 53, ხოლო ყველი ორმაგი ნაღების – 105 ლარი ღირს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ყველაზე ძვირად ღირებულ პროდუქტებს, რომლებიც ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება.
ხორცეული და თევზეული
- შებოლილი ბიო ორაგული – 500 გრ – 119.95 ლარი;
- ორაგულის ხიზილალა – 200 გრ – 74.50 ლარი;
- ხიზილალა ორაგულის გამორჩეული – 130 გრ – 48.95 ლარი;
- სამეფო კრევეტები – 1 კგ – 98.30 ლარი;
- ლორი ინდაურის მკერდის – 1 კგ – 60 ლარი;
- ხამონი სერანო – 1 კგ – 100.8 ლარი;
- სტეიკი შავი ანგუსის – 380 გრ – 107.95 ლარი.
უგლუტენო პროდუქცია
- ინდაურის სასენდვიჩე ლორი – 1 კგ 61 ლარი;
- გამოსაცხობი ღორის კანჭი – 650 გრ – 41.95 ლარი.
რძის პროდუქტები
- ყველი ორმაგი ნაღების – 3 კგ – 105 ლარი;
- ყველი ღვინოში – 53 ლარი;
- ყველი – 1კგ – 73.90 ლარი;
- ყველი გრანგუსტო – 1 კგ – 61.50 ლარი;
- დანიური ლურჯი ყველი – 1კგ – 53.90 ლარი.
ალკოჰოლური სასმელი
- ვისკი „ჯონ ჯეიმსონი“ – 96 ლარი;
- ვისკი „ჯეკ დენიელსი“ – 0.7ლ. – 105 ლარი.
ხილ-ბოსტნეული
- სატაცური – 450 გრ – 35.90 ლარი;
- მანგოსტანი – 200 გრ – 18 ლარი;
- დრაკონის კვეცხი – 1 კგ 75 ლარი.
სხვა
- ბომბონერი „შესანიშნავი ასორტი“ – 169.95 ლარი;
- კანაფის ზეთი – 350 მლ – 69.95 ლარი;
- გოგრის კურკის ზეთი – 350 მლ – 47 ლარი;
- ბიო თაფლი – 500გრ – 72.95 ლარი.
bpn.ge