“არ მოგწონს? წადი…თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს, ზოგჯერ ის პირდაპირ სიკვდილს და შიმშილს ნიშნავს”

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოში არსებულ სოციალურ-მენტალურ პრობლემებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

“არ მოგწონს? წადი“. კაპიტალისტური მანტრაა, რომელიც გვატყუებს. ის გვიქმნის თავისუფლების ისეთ ილუზიას, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს არსებულ გარემოებებს. ეს წინადადება გვატყუებს, თითქოს არჩევანი მართლა გვაქვს. ყველაზე უპასუხისმგებლო, აროგანტული და ზედაპირული ადამიანები ამბობენ ამ სიტყვებს. ეს ფრაზა სრულიად უარყოფს რეალობას და დილემების არსებობას.

„არ მოგეონს? წადი“ – ეუბნება ბიზნეს მენეჯერი 400-ლარიან თანამშრომელს, რომელსაც დამატებით ამუშავებს და სრულიად აიგნორებს იმ მოცემულობას, რომ ამ გაჭირვებაში და უმუშევრობაში წასვლა შიმშილს უდრის და ის ვერ წავა.

„არ მოგწონს? წადი“. ეუბნებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც არ აქვს ფული, კისერზე ბავშვები ჰკიდია და „ბოზის“ სტატუსის საფუძვლიანად ეშინია; ცალკე მოძალადე ქმრისგან შანტაჟი და მუქარები აწუხებს და არც ერთი მხარდამჭერი არ ყავს. აღარაფერს ვამბობ დანგრეულ ფსიქიკაზე და უდაბლეს თვითშეფასებაზე, რაც მსხვერპლს ახასიათებს.

„არ მოგწონს? წადი” ეუბნებიან ქვეყნებსაც კი, მაგალითად ქართველები ეუბნებიან რუსეთზე დამოკიდებულ სომხეთს, მაშინ როცა ქართველებსაც დაკარგული აქვთ ტერიტორიები და ძალიან ძვირი უჯდებათ ნატოსკენ სწრაფვა. და სომხეთს რა დაუჯდება რუსეთისგან წასვლა საერთოდ გესმით?

თავისუფლება ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ ის პირდაპირ სიკვდილს და შიმშილს ნიშნავს, ამიტომ ამ ხეპრე გამოთქმას “არ მოგწონს? წადი” გავეშვათ და თუ შეგვიძლია, (და ნამდვილად შეგვიძლია), დავეხმაროთ ადამიანებს თავისუფლებისკენ სწრაფვაში მხარდაჭერით, გაძლიერებით, თანაგრძნობით. და ნუ გვავიწყდება, რომ სხვისი მდგომარეობა შეიძლება ბევრად უფრო მძიმე იყოს ვიდრე ჩვენი. ნუ უგულვებელყოფთ სხვის რეალობას, სხვის რესურსებს, სხვის მოცემულობას. ნუ იქნებით უგრძნობი და აროგანტულები. ინგლისელები ამბობენ თუ გინდა სხვის ადგილას წარმოიდგინო თავი, მისი ფეხსაცმელი ჩაიცვიო, ამიტომ თუ თანაგრძნობას ეძებთ, საკუთარი ფეხსაცმლით ნუ შეგლაჯუნდებით სხვის სამყაროში, მიდი, აბა, ჩაიცვი მისი პატარა და ძველი ფეხსაცმელები და მერე ილაპარაკე.

მე არავის მოვუწოდებ უარი თქვას თავისუფლებაზე, სულ პირიქით, მონობის სიმწარეს არც ერთ ცოცხალ არსებას არ ვუსურვებ. მე დანარჩენებს მოვუწოდებ, დავეხმაროთ და თანავუგრძნოთ სხვებს, რადგან გამუდმებით მესმის და უკვე ყელში მაქვს ამოსული ეს “არ მოგწონს? წადი” – ყოვლად უპასუხისმგებლო და იდიოტური მანტრა“, – წერს პატარაია სოცქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 99
    "ყველაფერი ან არაფერი - 30 წელია ქართული პოლიტიკა ამ ფორმულით იმართება"გასართობად კარგი საყურებელი იქნებოდა, ჩვენს თავს რომ არ ხდებოდეს: პრემიერი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს გვილოცავს და ოდნავ კრიტიკულ სტუდიებში არ დადის; "თქვენთან ერთად გვიხარია და ნოვრუზს ვდღესასწაულობო" და ჩვენს თანამოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებს თუნდაც ერთი ღამით კომენდანტის საათს არ უხსნის, და "ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ვყოფილვართო" და ქვეყნის ელჩი, ამ გაგანია კრიზისისა და…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    ჩემი განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ნიშნავს - მელაშვილიე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს პირველ განცხადებას ივერი მელაშვილი პასუხობს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან. "საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 99
    "ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა"  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიასა და მისი მეუღლეზე თავდასხმას   ეხმიანება და  სოციალურ ქსელში წერს: "ვახო სანაზიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    “გამოდით და დაიცავით საქართველო, რომელსაც ყოველ დღე ღობავენ!!!”“უკაცრავად და, თუ მე ნამოხვანის საპროტესტო აქციაზე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, რომ რიონის ხეობა კი არა, მთელი ქვეყანა ოკუპირებულია, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ თურნავას და გახარიას კი არა, მთელ ქართულ ოცნებას, კერძოდ კი ივანიშვილს ეკისრება, ვარლამის აზრით პროვოკატორი და მიგზავნილი აგენტი ვიქნები? ბოდიშით და ძალიან ფეხებზე მკიდია ცალ-ცალკე დაცული რიონის ხეობაც, გარეჯიც…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა