„რატომ არის კობახიძე სამშობლოიანი და მე უსამშობლო?“ – ასე პასუხობს „რეაქციაში“ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კითხვას, ელის თუ არა აგრესიული რიტორიკის გამწვავების მოლოდინი.
ხაზარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნება“ წარსულია და ეს რიტორიკა მისთვის მიუღებელია.
”რატომ არის კობახიძე სამშობლოიანი და მე უსამშობლო – როგორ შეიძლება მე ვიყო უსამშობლო, 5 შვილის მამა, ერთ კვირაზე მეტი, გასული არ ვყოფილვარ ქვეყნიდან, გადაიარა ყველა უბედურებამ, რაც ამ ქვეყანამ გაიარა, ენა როგორ გიტრიალდება და ასეულობით შემაქვს დღესაც, რომ ასეთი რაღაცები დაფინანსდეს. როგორ გიტრიალდებათ ენა? ეს ხომ წარმოუდგენელი სითავხედეა,“ – ამბობს ხაზარაძე.