მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებაზე საუბრობს:”დაშინების და გაჩუმების მცდელობაა, მნიშვნელობა არ აქვს, არ გავჩუმდები რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ”.
“წინა ჯერზე უცნურად განახლებული პროცესი გააუქმეს იმ მოტივით, რომ სავალდებულო თუ არ არის და საპატიმრო ვადები თუ არ ითხოვს გადაიოდოს ყველაფერი ლოქდაუნის მოხსნამდეო და არც ლოქდაუნი მოხსნილა და კორონაპანდემიაც არ შეწყვეტილა. ეს არის დაშინების მცდელობა ჩემდა გაჩუმების და მნიშვნელობა არა აქვს, მე არ გავჩუმდები, სანამ შემიძლია ვილაპარაკებ. რამდენი პროცესიც უნდათ იმდენი ჩანიშნონ. რაც უნდათ ის ქნან. რაც შეეხება პროგნოზს, უსამართლობის პროგნოზირება არის შეუძლებელი, მას არავითარი ლოგიკა არა აქცს. ანგარიშსწორება დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის გადაწყვეტილებაზე და ამ ადამიანს ბიძინა ივანიშვილი ჰქვია”.-ამბობს გვარამია.
მსგავსი სტატიები
- 97
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს პირველ განცხადებას ივერი მელაშვილი პასუხობს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან. "საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში…
- 97
"რესპუბლიკურ პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი, ნიკა მელიას დაპატიმრებას და ენმ-ს ოფისში სპეცოპერაიის ჩატარების ფაქტს ეხმაურება და ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს: "მიუხედავად იმისა, რომ ველოდი პარტიის ოფისის შტურმს (ღარიბაშვილის დანიშვნის მერე ეს ცხადზე უცხადესი იყო. პრინციპში ამისთვისაც დაინიშნა), უკვე პოსტ ფაქტუმ დიდხანს ვიფიქრე რა სიტყვა გამომეყენებინა ისეთი, რაც მიახლოებით მაინც აღწერდა იმ…
- 96
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…
- 96
ჰკა მაგათო", გაისმა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ისევ გაცოცხლდა: ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დაჭერით ემუქრებიან; გვარამიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები კვლავ ჩაინიშნა; რურუა ციხეში რჩება; მელაშვილს, ილიჩოვას და მათთან ერთად მთავარ ოპოზიციურ ძალას სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გარეჯის გაყიდვაში გაორმაგებული ძალისხმევით ადანაშაულებს; ამასობაში, პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა ლამისაა ბულდოზერი გადაატარა ელისაშვილს,…