ვოლსკი კარტოგრაფებს არასპეციალისტ მიწათამზომველებს უწოდებს

ქართული ოცნების დეპუტატი კარტოგრაფებს არასპეციალისტ მიწათამზომველებს უწოდებს, ივერი მელაშვილზე გუშინდელ თავდასხმას კი მისი დაცვის მხარის ტაქტიკას.

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ვოლსკიმ თქვა:

“გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება დავითგარეჯის თემასთან დაკავშირებით, ემოციების შეჯახება ერთმანეთთან. თვალსაჩინოა, რომ ეს ადამიანები, მიწათამზომველები, რომლებიც არ არიან სპეციალისტები და რომლებმაც გარკვეულ ოქმებს მოაწერეს ხელი, უნდა საზოგადოებას წარუდგინო და ხშირ შემთხვევაში ერთი მათგანი ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს და იქნებ, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი მოელიან, იქნებ მერე საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალო. ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი არ იყო საჭირო”. – თქვა მან.

ივერი მელაშვილს თავს 1-ლ თებერვალს, ალტა ოქეიში დაესხნენ. მოქალაქე ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share