საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკი, ბოლო 10 წლის განმავლობაში, გაიზარდა.
კერძოდ, ბოლო კვლევის თანახმად, ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2009 წელს 26,5-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 29,7-ს.
კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად გამოიხატა, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა, შესაბამისად, 30,2 და 32,6 წელი შეადგინა.
undefined
ასევე, მონაცემებში ჩანს, რომ მცირედით გაზრდილია განქორწინებულთა საშუალო ასაკიც, რაც ქალებისთვის არის 37 წელი, კაცებისთვის კი 40. 2009 წელს, ეს მონაცემები შეადგენდა კაცებისთვის 39 წელს, ხოლო ქალებისთვის 35 წელს.