თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს გულშემატკივრებით იყო სავსე – თბილისში ჩამოვიდა იუ-ეფ-სის ახალი მსოფლიო ჩემპიონი ილია თოფურია. ასობით მხარდამჭერი შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტური კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონს შეძახილებითა და ოვაციებით დახვდა. აეროპორტში მისი ოჯახის წევრებიც იმოფებოდნენ – თოფურია სამშობლოში გამარჯვების და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველაად ჩამოვიდა.