”დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი და ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც-ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ.”
ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც დაბადების დღის მილოცვებისთვის მადლობას იხდის.
დღეს ქართული ოცნების წევრმა ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ საარჩევნო კოდექსზე ზურაბიშვილის ვეტო არის მეხუთე ვეტო, რაც ოხანაშვილის აზრით “სიმბოლურია”.